პოლიტიკური იდენტობა

პოლიტიკური იდენტობა
ჯგუფური იდენტობის ერთ-ერთი ტიპი. ადამიანები ზოგჯერ საკუთარ თავს ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან თუ პოლიტიკურ ლიდერთან აკავშირებენ. სხვა სიტყვებით, მათთვის ესა თუ ის პარტია თუ ლიდერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ხოლო ამ ჯგუფს/პიროვნების საქმიანობა გარკვეული ცხოვრებისეული ორიენტაციის როლს ასრულებს. პოლიტიკური ინდენტობა სამ კომპონენტს შეიცავს. ეს კომპონენტებია: ცოდნა რაიმე ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის შესახებ, ემოციური მიჯაჭვულობა, რაც ამ მიკუთვნებულობის დემონსტრიებისას დადებითი ემოციების გამოღვიძებასთან არის დაკავშირებული, და ქცევითი კომპონენტი, ანუ ჯგუფთან ერთად მოქმედებაში ჩართვის მზადყოფნა.შესაძლებელია პოლიტიკური იდენტობის სამი ტიპის გამოყოფა. იდენტობის პირველი ტიპი, ჯგუფური იდენტობა, უფრო იშვიათია და პარტიულ აქტივისტთა შედარებით ვიწრო წრეში გვხვდება. მათ პარტიის პროგრამის და მიზნების, მისი საქმიანობის და სხვა წევრების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ახასიათებს, ასევე მუდმივი მზადყოფნა პარტიის ღონისძიებებში მონაწილეობისა. პოლიტიკური იდენტობის უფრო გავრცელებული ფორმას რეფერენტული იდენტობა წარმოადგენს. ამ იდენტობის მატარებელი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ცხოვრებაში პოლიტიკური საქმიანობა შეიძლება დიდ ადგილს არ იკავებდეს, მყარად არიან დარწმუნებულნი ამა თუ იმ პარტიის და მისი იდეოლოგიის სისწორეში. დასავლეთის ქვეყნებში ასეთი იდენტობის მატარებელია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. პოლიტიკურმა იდენტობამ შეიძლება პერსონიფიცირებული იდენტობის სახეც მიიღოს. ასეთ შემთხვევაში ადამიანები არა რომელიმე პარტიის, არამედ კონკრეტული ლიდერის მიმართ გრძნობენ ემოციურ მიჯაჭვულობას.
Source: პარტიები და თვითმმართველობა: გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის /მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი - თბ.: CIPDD, 2007 – 27გვ.

Georgian encyclopedia. 2013.

Нужна курсовая?

Смотреть что такое "პოლიტიკური იდენტობა" в других словарях:

  • იდენტობა — • პიროვნების შესწავლის მეცნიერებაში, პიროვნების არსებითი, განუყოფელი და ძირითადი მეობა; ინდივიდის შინაგანი, საკუთარი თავის შესახებ შემუშავებული სუბიექტური კონცეფცია; საკუთარი თავის იგივეობის განცდა; ტერმინი გამოიყენება მიკუთვნებულობის… …   Georgian encyclopedia

  • ერი სახელმწიფო — • პოლიტიკური საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად არსებობენ. ამ პოლიტიკურმა ერთეულებმა თავიანთი მოქალაქეები უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოებით, ეკონომიკური საქმიანობის დაწყების შესაძლებლობით, განათლებით, საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომლის ფარგლებში… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»